გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინო ფოჩხუა: რაც დღეს ევროპარლამენტში ხდება, არის დიდი სირცხვილი, ალბათ მოვა დრო და მომავალ ევროპარლამენტს, თუ იარსება და არ დაასრულა „დიფ სთეითმა“, შერცხვება დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობის

13-02-2025

ის რაც დღეს ევროპარლამენტში ხდება, არის დიდი სირცხვილი. ალბათ მოვა დრო და მომავალ ევროპარლამენტს თუ რა თქმა უნდა, მანამდე იარსება და არ დაასრულა „დიფ სთეითმა“, შერცხვება დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობის, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, „დიფ სთეითი“ ანგრევს ევროკავშირს და იმედია გამოჩნდება ძალა, რომელიც შეაჩერებს „ომის პარტიის“ გავლენას ევროპაზე, რაც შეეხება დღეს მიღებულ რეზოლუციას, ექსპერტის თქმით, მისი სერიოზულად აღქმა შეუძლებელია.


„ის რაც დღეს ევროპარლამენტში ხდება, არის დიდი სირცხვილი. ალბათ მოვა დრო და მომავალ ევროპარლამენტს თუ რა თქმა უნდა, მანამდე იარსება და არ დაასრულა "დიფ სთეითმა," შერცხვება დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობის. "დიფ სთეითი" ანგრევს ევროკავშირს, ნუთუ არ გამოჩნდება ვინმე ჭკვიანი, ვინც შეაჩერებს "ომის პარტიის" გავლენას ევროპაზე.


„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადებაც ზუსტად ამ თემას შეეხო. "ქართული ოცნება" ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსურვებს გამარჯვებას "დიფ სთეითზე," ასევე უსურვებს ევროპას გამოფხიზლებას და თავის დაღწევას "დიფ სთეითის" გავლენებისგან. "ქართული ოცნება" ამ ბრძოლაში იდგება პატრიოტი ევროპელების გვერდით. რაც შეეხება დღევანდელ სამარცხვინო რეზოლუციას და მის შემდგენელ ევროპარლამენტარებს, ამის სერიოზულად აღქმა ყოვლად შეუძლებელია“ - წერს ფოჩხუა.