გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

17-02-2025

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ამჯერად შეხვედრები კავთისხევის, კოდისწყაროს და ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ჩაატარა.


კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ და მათთვის პრიორიტეტული პროექტებიც აირჩიეს.


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.


#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2025