გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

თამთა მეგრელიშვილი გახარიასთვის კვერცხების სროლაზე: ეგ აქტივისტები აეროპორტში იმ ოპოზიციამ მიიყვანა, რომლებიც განაწყენებულები არიან გახარიაზე მანდატების არდათმობის გამო

17-02-2025

მე გეტყვით დაზუსტებულ ინფორმაციას, ვინ დააორგანიზა გახარიასთვის კვერცხების სროლის პერფორმანსი და გადაამოწმებენ ალბათ, მისი თაყვანისმცემლები მისივე პარტიიდან, - წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, აქტივისტები აეროპორტში სწორედ იმ ოპოზიციამ მიიყვანა, რომლებიც გიორგი გახარიაზე განაწყენებულები არიან, ვინაიდან მის პარტიას სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა ჯერ არ მოუთხოვია. დანარჩენმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მეგრელიშვილის ინფორმაციით, სწორედ ამ ფორმით გასცეს პასუხი „მაზაკვალ” გახარიას.


„მე გეტყვით დაზუსტებულ ინფორმაციას, ვინ დააორგანიზა გახარიასთვის კვერცხების სროლის პერფორმანსი და გადაამოწმებენ ალბათ, მისი თაყვანისმცემლებიმისივე პარტიიდან. ეგ აქტივისტები აეროპორტში იმ ოპოზიციამ მიიყვანა, რომლებიც განაწყენებულები არიან გახარიაზე მანდატების არდათმობის გამო. სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და ამ ფორმით გასცეს პასუხი მაზაკვალს.


ჰოდა, სანამ ვინმესკენ ხელს გაიშვერთ, „ბარიერგადალახულშიგევროპელკოლეგებში“ ეძიეთ კვერცხისროლია აქტივისტები .” - წერს თამთა მეგრელიშვილი.