გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიცია მნიშვნელოვანია, როდესაც ის ჯანსაღია - ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკის წარმართვის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, ჯანსაღი არ არის

18-02-2025

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ Radio Courtoisie-თან ინტერვიუში ოპოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რასაც ოპოზიცია ამბობს, ის დიდი ყურადღებას არ აქცევს. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ოპოზიცია მაშინაა მნიშვნელოვანი, როდესაც ის ჯანსაღია.


„ხანდახან, როდესაც პარლამენტში ჩემს ზოგიერთ ქმედებას განიხილავდნენ, მეკითხებოდნენ, რატომ ვაკეთებდი ამას და ვპასუხობდი – რადგან მე თავდამსხმელი ვარ; და კვლავ ვრჩები თავდამსხმელად. ეს სათამაშო გამოცდილება და გუნდური სულისკვეთება უკიდურესად მნიშვნელოვანია; გამარჯვების იგივე სურვილი გამაჩნია და სწორედ შეტევასა და დაცვას შორის ბალანსის წყალობით ვიგებთ არჩევნებს.


რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ იმას, რასაც ისინი ამბობენ. ოპოზიცია მნიშვნელოვანია, როდესაც ის ჯანსაღია. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკის წარმართვის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, ჯანსაღი არ არის“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.