გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ნათია თურნავამ ამსტერდამში, მაღალი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

18-02-2025

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ამსტერდამში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისთვის გამართულ კონფერენციაში, სახელწოდებით „გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის დაძლევა“ მიიღო მონაწილეობა.


კონფერენციის მიმდინარეობისას ნათია თურნავა ასევე შეხვდა IMF-ის აღმასრულებელ დირექტორს იერონ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის, რომლებთანაც მიმდინარე საკითხები და სამომავლო თანამშრომლობა განიხილა.


ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა განიხილეს ქვეყნების ეკონომიკაზე გეოპოლიტიკური შოკების გავლენა, გეოეკონომიკური გამოწვევები და მათზე რეაგირების სტრატეგიები.


კონფერენციაში მონაწილეობდნენ ნიდერლანდის ბანკის პრეზიდენტი კლაას ნოტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იერონ კლიკი, სსფ-ის ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ალფრედ კამერი, ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში – გერტ იან კოპმანი და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფი საქართველოს, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბულგარეთს, ხორვატიას, ანდორას, სომხეთს, კვიპროსს, ისრაელს, ჩრდილოეთ მაკედონიას, რუმინეთს, მოლდოვასა და უკრაინას აერთიანებს.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.