გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია აბაშიძე მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიაზე: აქსიომად ექცათ რადიკალებს - როგორც კი ხელისუფლებაში გამოჩნდება პატრიოტი, წარმატებული პოლიტიკოსი, მყისიერად იწყებენ მასზე თავდასხმას

19-02-2025

სანამ ერთ-ერთ წარმატებულ მინისტრს, საგარეო უწყების ხელმძღვანელს, მაკა ბოჭორიშვილს ე.წ. ძვირადღირებულ პიჯაკებზე უსინდისოდ გააკრიტიკებენ, ჯერ ჩახედონ მის საშემოსავლო დეკლარაციას, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას.


მისივე თქმით, აქსიომად ექცათ რადიკალებს - როგორც კი ხელისუფლებაში გამოჩნდება პატრიოტი, წარმატებული პოლიტიკოსი, მყისიერად იწყებენ მასზე თავდასხმას.


„სანამ ერთ-ერთ წარმატებულ მინისტრს, საგარეო უწყების ხელმძღვანელს, მაკა ბოჭორიშვილს ე.წ. ძვირადღირებულ პიჯაკებზე უსინდისოდ გააკრიტიკებენ, ჯერ ჩახედონ მის საშემოსავლო დეკლარაციას.


აქსიომად ექცათ რადიკალებს - როგორც კი ხელისუფლებაში გამოჩნდება პატრიოტი, წარმატებული პოლიტიკოსი, მყისიერად იწყებენ მასზე თავდასხმას.

პარალელურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარულ მილიონებზე სააკაშვილის, უგულავას, კეზერაშვილის თუ სხვა ნაცავაზაკთა საქმეებს ვითომ აუბრალოებენ ის მოღალატეები, რომელთა გასამართლება არც ისე შორსაა ჰორიზონტზე“, - წერს გია აბაშიძე.