გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

19-02-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა.


"საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 1 565,4 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები. კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შეეცადა ოქროს ნივთები მალულად შემოეტანა (აღნიშნული ნაკეთობები წინასწარ დამზადებულ მუყაოსა და პლასტმასის ყუთებში, წებოვანი ლენტით იყო შეფუთული).


არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 240 461,09 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა"-აცხადებენ უწყებაში.