გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პროექტების შერჩევის მიზნით, კასპის რამდენიმე სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

21-02-2025

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები სამთავისის, და ლამისყანის, ადმინისტრაციული ერთეულის 6  სოფელში გაიმართა.


შეხვედრებს კასპის  მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობეივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ადგილობრივებმა სოფლისთვის საჭირო პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.


პროგრამის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობიდან   გამომდინარე ყველა სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების - მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.