გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ერეკლე დეისაძე ოლექსი გონჩარენკოს ცნობილ პოსტზე, სადაც „ცხინვალსა და სოხუმში გასეირნებაზე“ წერს - ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მაინტერესებს, ამ პოსტის ქვემოთ რეაქციებს და კომენტარებს რომ კითხულობთ დღევანდელი პრიზმიდან, რამე ისწავლეთ?

23-02-2025

მწერალი და მომღერალი ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს 2022 წლის პოსტს აზიარებს, სადაც ის „ცხინვალსა და სოხუმში გასეირნებაზე“ წერს.


დეისაძე საზოგადოებას მიმართავს - „ამ პოსტის ქვემოთ რეაქციებს და კომენტარებს რომ კითხულობთ დღევანდელი პრიზმიდან, რამე ისწავლეთ?“ 


„ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მაინტერესებს, ამ პოსტის ქვემოთ რეაქციებს და კომენტარებს რომ კითხულობთ დღევანდელი პრიზმიდან, რამე ისწავლეთ? მიხვდით რამეს თუ კიდე უსაშველო გვჭირს. მეორე საკითხია ომისგან ტრავმირებული მოსახლეობის შიშებს მთავრობა როგორ ანოყიერებს და თქვენ როგორ უწყობთ ამაში ხელს სხვა პრობლემების გადასაფარად, მაგრამ რამე ისწავლეთ? მაგალითად გუშინ ამ ჟელიბონმა დიქტატორი ეძახა თქვენს გმირს და შემდეგი ჩართვა როდის უწევს რუსთაველის დიდ ეკრანზე? P.s. აქვე ყველას დედას შ@@@@ი ვინც სხვას მოუწოდებს ომში თავგანწირვისკენ და თვითონ ფრონტის ხაზზე არ იმყოფება. ვისაც სხვა ქართველების სისხლით უნდა პირადი კეთილდღეობა და თავისუფლება“, - წერს ერეკლე დეისაძე.