გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ირაკლი კობახიძე: რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობაა, არის მაქსიმალური მობილიზება და მომდევნო დღეების განმავლობაშიც ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოსახლეობაზე

24-02-2025

რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობაა, საჭიროა ყველა უწყების სრული მობილიზება, რათა ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს და ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მისივე თქმით, მომდევნო დღეებში, ისევე როგორც დღეს, ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული.


„არის დიდთოვლობა რამდენიმე რეგიონში, საჭიროა ყველა უწყების სრული მობილიზება, რათა ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს და ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. დღესაც, არის მაქსიმალური მობილიზება და მომდევნო დღეების განმავლობაშიც ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოსახლეობაზე დიდთოვლობიდან გამომდინარე,"- განაცხადა პრემიერმა.