გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

კასპში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გაიმართა

24-02-2025

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები ოკამის და აღაიანის ადმინისტრაციული ერთეულის 9 სოფელში გაიმართა.


კასპის მერიის ინფორმაციით, შეხვედრები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს.


ადგილობრივებმა არსებული პრობლემებიდან განსახორციელებლად სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტები შეარჩიეს.


პროგრამის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე ყველა სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების - მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.


კასპის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისთვის 950 000 ლარი აქვს გამოყოფილი.