გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

თორნიკე რიჟვაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან

24-02-2025

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღმზრდელობითი პროცესი როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში, - წერს სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.


იგი მოქალაქეებს მოუწოდებს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.


„აჭარაში ინტენსიურად თოვს. ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო და მუნიციპალური სამსახურები.


როგორც სანაპირო ზოლში, ასევე ყველა ძირითად გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. შემდეგი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება მსგავსი კლიმატური პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.


მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღმზრდელობითი პროცესი როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში.
ბუნებრივია, გავაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას, რათა მინიმალური დისკომფორტი შეექმნას ჩვენს თანამოქალაქეებს“, - წერს თორნიკე რიჟვაძე.