გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მასატო კანდას ADB-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს

24-02-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მასატო კანდას აზიის განვითარების ბანკის (ADB) მე-11 პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს.


როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე წერს, აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის სანდო პარტნიორია.


"წარმატებებს ვუსურვებ მასატო კანდას მდგრადი, ინკლუზიური და მედეგი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის სანდო პარტნიორია არსებული გამოწვევების დასაძლევის საქმეში. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და საფუძველს შექმნის ეფექტიანი ინიციატივებისთვის, რომლებიც ჩვენი ერისთვის მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.