გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქედის მერი როლანდ ბერიძე: ქედის მუნიციპელიტეტში სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება

25-02-2025

ქედის მუნიციპელიტეტში სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება. ინფორმაციას ქედის მერი როლანდ ბერიძე ავრცელებს.


„გაწმენდითი სამუშაოებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქედის განყოფილების უფროსთან გოჩა ბერიძესთან ერთად ადგილზე გავეცანი.


სამუშაოებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 18 ერთეული სპეც. ტექნიკა და ქედის კომუნალურსერვისის 2 ერთეული ტექნიკაა ჩართული.

ასევე, ინტენსიურად იწმინდება დაბის ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები, ქუჩები და ბილიკები.


რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

მოქმედებს ცხელი ხაზი: 595 08 43 31“, - წერს როლანდ ბერიძე სოციალურ ქსელში.