გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორის რაიონის პედაგოგებმა არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს გაეცნენ

15-11-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, ზოგად განათლებაში მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები ამჯერად, გორის მუნიციპალიტეტის პედაგოგებსა და დირექტორებს გააცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანალოგიური პროფესიული შეხვედრები, საგანმანათლებლო სისტემაში სიახლეების გავრცელებისა და დანერგვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს არის ყველაზე მოკლე გზა მიიღო სწორი ინფორმაცია სკოლებში არსებულ საჭიროებებზე და მოახდინო მათზე დროული რეაგირება.


სამუშაო ფორმატში პედაგოგებთან შეხვედრა და სიახლეების წარდგენა მომავალშიც გაგრძელდება. სამინისტროს წარმომადგენლები ყველა რეგიონში ჩავლენ და პირადად გამართავენ შეხვედრებს.


ipn.ge