გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მარი ჩიკვიშვილი: იწმინდება ცენტრალური და შიდა საუბნო გზები - მაქსიმალური კეთდება, შეუჩერებლად მუშაობს ყველა სამსახური

25-02-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მარი ჩხიკვიშვილი მიმდინარე რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა მკვეთრად მოიმატა, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე შიდა საუბნო გზები და ყველა სამსახური მუდმივ რეჟიმში მუშაობს.


ჩხიკვიშვილი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.


„რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შედეგად ჩვენს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა მკვეთრად იმატა. იწმინდება ცენტრალური და შიდა საუბნო გზები. ამ წუთებში ვმუშაობთ გაღმა დვაბზუში. მეგობრებო, გვესმის, შექმნილი სიტუაცია ყველას გვაწუხებს. დამერწმუნეთ, მაქსიმალური კეთდება. შეუჩერებლად მუშაობს ყველა სამსახური. ლაშა გოგოტიშვილი დილის 7 საათიდან მუშაობს უბნებში რთულ საგზაო მონაკვეთზე. გთხოვთ, დარჩით სახლში!“, - წერს მარი ჩხიკვიშვილი.