გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ტრამპის სპეცწარმომადგენლის აზრით, ომი უკრაინაში იყო პროვოცირებული - „არ აუცილებლად რუსების მიერ“

25-02-2025

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის აზრით, ომი უკრაინაში პროვოცირებული იყო, მაგრამ არა აუცილებლად რუსების მიერ.


„ომი არ უნდა მომხდარიყო. ის იყო პროვოცირებული. აუცილებელი არ არის, რომ ის პროვოცირებული იყო რუსების მიერ. მანამდე უამრავი საუბარი იყო უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ამის თაობაზე პრეზიდენტმაც განაცხადა. ეს არ უნდა მომხდარიყო, რადგან რუსეთი ამას საფრთხედ აღიქვამდა“, - თქვა უიტკოფმა.


მან აღნიშნა, რომ რუსეთი და უკრაინა 2022 წელს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად ძალიან ახლოს იყვნენ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან. უიტკოფის აზრით, სტამბოლის მოლაპარაკებების შედეგად შექმნილი ხელშეკრულება, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს დღევანდელ მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ.