გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

,,მთის განვითარება, შობადობა და ქორწინების წახალისება"- ჭიათურაში ღონისძიება გაიმართა

11-12-2017

დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით, ასევე ხელისუფლების ჩართულობით გაიმართა პირველი დემოგრაფიული ფორუმი  საქართველოში. ფორუმი ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ,უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლის იუბილეს. 10 დეკემბერს ფორუმის ფარგლებში ჭიათურაში გამართულ ღონისძიებას სახელწოდებით ,,მთის განვითარება, შობადობა და ქორწინების წახალისება" ორგანიზება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ და ორგანიზაცია ,,მარიგოლდმა" გაუკეთა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა ნადირაძემ,მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ინა ასანიძემ, კომპანია ,,მარიგოლდის" თავმჯდომარემ თამარ ნადირაძემ ღონისძიების მონაწილე ახლად დაქორწინებულ წყვილებს საჩუქრები გადასცეს.