გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გია აბაშიძე დიდთოვლობაზე: რადიკალების ხელოვნური ისტერია ისევე უადგილოა, როგორც მათი არსებობა რაციონალურ პოლიტიკურ სივრცეში

25-02-2025

აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლი, შესაბამისი სამსახურები მაქსიმუმს აკეთებენ დასავლეთ საქართველოში უხვი თოვლით გამოწვეული პრობლემების უსწრაფესი ლიკვიდაციისთვის, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში და ამის დამადასტურებელ ფოტო მასალას აქვეყნებს.


მისივე თქმით, ყოველმხრივ დისკრედიტირებულმა ნაცოპოზიციამ ტრაგიკომიკურად მოირგო დიდთოვლობასთან „მებრძოლთა მანტია" და მათი ხელოვნური ისტერია ისევე უადგილოა, როგორც მათი არსებობა რაციონალურ პოლიტიკურ სივრცეში.


„ყოველმხრივ დისკრედიტირებულმა ნაცოპოზიციამ ტრაგიკომიკურად მოირგო დიდთოვლობასთან "მებრძოლთა მანტია", შეეშვან იმ ყველაფერს, რაშიც მათი კომპეტენცია ნულია. აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლი, შესაბამისი სამსახურები მაქსიმუმს აკეთებენ დასავლეთ საქართველოში უხვი თოვლით გამოწვეული პრობლემების უსწრაფესი ლიკვიდაციისთვის. რადიკალების ხელოვნური ისტერია ისევე უადგილოა, როგორც მათი არსებობა რაციონალურ პოლიტიკურ სივრცეში. მათთვის აჯობებს, რომ გააგრძელონ ე.წ. კონსოლიდაცია თვითმარქვია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ირგვლივ და ქვაბებიანი ვუდუ-წანწალი რუსთაველზე“, - წერს გია აბაშიძე.