გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

15-11-2018

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.


მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.


ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციაში რჩება.


„თვითდინებით ახალგაზრდა მამაკაცი გულმკერდში შემავალი ნაჩხვლეტი ჭრილობითაა მოყვანილი. ჩაუტარდა ოპერაცია. ამჟამად პაციენტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია გადაყვანილი. მას  სათანადო მკურნალობა უტარდება. მისი მდგომარეობა მძიმე-სტაბილურია,“ - განაცხადა ექიმმა.


გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.