გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

უხვი ნალექის შედეგად ქუთაისი ალპანა მამისონის საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა

26-02-2025

ონის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობები) გამო შექმნილი პრობლემების მოგვარება აქტიურად მიმდინარეობს.


უხვი ნალექის შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი ალპანა მამისონის 117-119 /კმ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა, რამაც გარე სამყაროს მოწყვიტა სამი ადმინისტრაციული ერთეული: გლოლა, ღები, ჭიორა.


ონის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების წმენდის სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ამ დროისთვის პრობლემური გზის მონაკვეთი აღდგენილია და გადაადგილება შესაძლებელია.


ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ, მათი მხრიდა პრობლემების აღმოსაფხვრელად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.


სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.