გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიშა მშვილდაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფულს სთხოვს: უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება

26-02-2025

მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025-ში „ენჯეოებს“ და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, - წერს „ფორმულას“ თანადამფუძნებელი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ნახევარი მედია დაიხურა, დანარჩენი კი სულს ღაფავს, შესაბამისად, ევროკავშირის წარმომადგენლობას მოუწოდებს, სანამ „ქოცებმა“ ახალი კანონები მიიღეს, მანამდე მოასწრონ დახმარება და მათთვის ფულის მიცემა.


„European Union in Georgia მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025-ში „ენჯეოებს“ და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, დავიხურეთ ნახევარი მედია და სულს ვღაფავთ დანარჩენი და სანამ მიიღეს „ქოცებმა“ ახალი კანონები, რომლითაც მაგასაც აგიკრძალავენ, ქენით რამე დროზე - ფული ხო მაინც გაქვთ, რაც ნაღდი ვიცით და დაგვეხმარეთ დროზე, თუ აპირებთ, თორემ უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება. ვახ“, - წერს მიშა მშვილდაძე.