გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: უნდა იყოს გამოძიებული, თუ რატომ მოქმედებდა 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი იმ ფორმით, რა ფორმითაც მოქმედებდა და რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები

27-02-2025

უნდა იყოს გამოძიებული, თუ რატომ მოქმედებდა 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი იმ ფორმით, რა ფორმითაც მოქმედებდა და რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები კონკრეტული ადამიანებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა, კითხვები უნდა დაისვას და გამოძიებაც სჭირდება ამ ყველაფერს.


„კითხვები ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჩვენც გვქონდა. მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე, თუ რატომ არ მოხდა მაგალითად იგივე წყლის ჭავლის, გაზის გამოყენება, როდესაც შეიძლებოდა ბევრად უფრო რბილი ფორმით რეაგირება იმ ანტისახელმწიფოებრივ შტურმზე, რომელიც განხორციელდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მაშინ პარლამენტის შენობის მიმართ. საინტერესოა ეს ყველაფერი და ამას სჭირდება გამოძიება. უნდა იყოს გამოძიებული, თუ რატომ მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი იმ ფორმით, რა ფორმითაც მოქმედებდა და რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები კონკრეტული ადამიანებისთვის. ეს იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა, კითხვები უნდა დაისვას და გამოძიებაც სჭირდება ამ ყველაფერს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.