გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერი: აჭარაში არსებითად მოგვარებულია პრობლემების ძირითადი ნაწილი, რაც შეეხება გურიას, გურიაში რჩება მეტი პრობლემა

27-02-2025

აჭარაში არის არსებითად მოგვარებული პრობლემების ძირითადი ნაწილი. რაც შეეხება გურიას, გურიაში რჩება მეტი პრობლემა, მათ შორის, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.


მისივე თქმით, ის ბრუნდება გურიაში, სადაც ადგილზე გაეცნობა ვითარებას და გასცემს მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი.


„უნდა აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება, მოსახლეობის, დაახლოებით, 20 %-ს არ მიეწოდება დღეს ელექტროენერგია და აქ არის, რა თქმა უნდა, ინტენსიური სამუშაოები ჩასატარებელი. ჩვენ ახლა დავბრუნდებით გურიაში და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავინტერესდებით არსებული ვითარებით. გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი,"- განაცხადა პრემიერმა.