გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა უკანასკნელი ჯგუფი, რომლის იმედიც მექნებოდა თავისუფლების დასაცავად, ევროპელები არიან - სენატორი ლინდსი გრემი

3-03-2025

რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს.


"სასოწარკვეთილ ევროპელებს, რომლებიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ პრეზიდენტ ტრამპის მიერ პრეზიდენტ ზელენსკის ლექციაზე უარის თქმის გამო: გთხოვთ, დაიცავით უკრაინა პუტინისგან.


უკვე დიდი დრო გავიდა ევროპელებისთვის, რათა ეჩვენებინათ, რომ საკუთარი კონტინენტის დაცვა შეუძლიათ. მათ თავიანთი ჯარები გაანადგურეს და როცა ევროპა ლაპარაკობს, ცუდი ბიჭი არ უსმენს. დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა უკანასკნელი ჯგუფი, რომლის იმედიც მექნებოდა თავისუფლების დასაცავად, ევროპელები არიან", - აღნიშნავს სენატორი.