გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

კასპის მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა დედებს 3 მარტი დღე მიულოცა

3-03-2025

დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა დედებს 3 მარტი, დედის დღე მიულოცეს.


ხელისუფლების წარმომადგენლებმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადეს გმირი შვილების აღზრდისთვის, რომელთაც სიცოცხლე სამშობლოს დამოუკიდებლობას შეწირეს.  ხელისუფლების წარმომადგენლები კასპის ზრდასრულთა ცენტრსაც ეწვივნენ, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახის  დედები  უფასოდ ეუფლებიან სპეციალობებს.   მათ ვიზაჟის შემსწავლელი ჯგუფის წევრებს   დედის დღე მიულოცეს.