გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ბატიაშვილმა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

15-11-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, მიმდინარე სასწავლო პროგრამებს გაეცნო და სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრმა მათ განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო. 

სამინისტრო აქტიურად მუშაობს უმაღლესი განათლების ისეთი მოდელის შექმნაზე, რომელიც უმაღლესი განათლების პროგრამებს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ეფექტიანად დააკავშირებს, ამოქმედდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი და ისეთი მიმართულებებისა და სპეციალობების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული, რომელიც ქვეყნის განვითარების საჭიროებებთან და ეკონომიკის განვითარებასთან არის დაკავშირებული. 

მინისტრთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ყველა სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე უშუალოდ მინისტრისაგან მიეღო ამომწურავი პასუხი.