გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით სონღულაშვილი: შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნებია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება

4-03-2025

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება.


ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება.


დავით სონღულაშვილმა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე და აგროსასურსათო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.


„ორმხრივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში დაიწყო უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უზბეკეთში აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი, რომელიც საკმაოდ დიდი შესაძლებლობაა. მინდა ხაზი გავუსვა შუა დერეფნის ნაწილს. მოგეხსენებათ, შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნებია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.