გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას

4-03-2025

როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მიუღებელი მოვლენა და ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს.


"ეს არის ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის ხელწერა. რასაც აკეთებდნენ ასეთი ადამიანები ერთი საუკუნის წინ, ბოლშევიკების სახით, იგივეს აკეთებენ დრეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები. არაფერი განსხვავება არ არის. განსხვავება არის მხოლოდ ქვეყნებში, დამოკიდებულება არის ზუსტად იგივე. როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა და ეს ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს", - განაცხადა პრემიერმა.