გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რას ჰყვება კიევის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი შევჩენკოზე - „შევჩენკოსთან დიდი ხანია პირადად არ მისაუბრია, ის „ღრუბლებში დაფრინავს“, მიუწვდომელია - მე ის გამოვაძვრინე, აი, ასე გადამიხადა მადლობა

5-03-2025

საფეხბურთო კლუბ კიევის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელის, იოჟეფ საბოს განცხადებით, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, წარსულში „დინამოს“ ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო „ღრუბლებში დაფრინავს“.


მისი თქმით, ის დიდი ხანია, რაც არ ელაპარაკება შევჩენკოს. ყოფილი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ის მასზე ნაწყენია, რადგან წარსულში შევჩენკოს რომანი ჰქონდა მასზე ბევრად უფროს ქალთან, რაც მის საფეხბურთო კარიერას უქმნიდა საფრთხეს, ხოლო საბომ ამ რომანს ხელი შეუშალა.


„საერთოდ, მე შევჩენკოსთან უკვე დიდი ხანია პირადად არ მისაუბრია. ახლა ის სადღაც ღრუბლებში დაფრინავს, მიუწვდომელია. მე მას ვუსურვებ ჯანმრთელობას და ყოველივე კარგს. ალბათ, ის ნაწყენია ჩემზე ერთ-ერთი ინტერვიუს შემდეგ, სადაც მე მოვყევი, რომ ყმაწვილობაში მას უფროს ქალთან ჰქონდა ურთიერთობა და კარიერა შეეძლო დაეკარგა. მაშინ მე ის გამოვაძვრინე. აი, ასე გადამიხადა მადლობა“, - თქვა საბომ უკრაინულ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში.