გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის მეტროში ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

7-03-2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისის მეტროში ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 დეკემბერს, მეტროში მგზავრობისას ბრალდებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.


ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" და „დ" ქვეპუნქტებით ( ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს 1 წლით და 9 თვით, ხოლო მეორეს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.