გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის ახალი ორგანიზაცია იქმნება

15-11-2018

სამცხე–ჯავახეთში ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) ყალიბდება. მისი მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იქნება.

 

DMO-ს საქართველოს ტურიზმის ერონული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით შეიქმნა. მისი დაფუძნების ოფიციალური ცერემონია ხვალ, 16 ნოემბერს გაიმართება. ცერემონიას მისიის უფროსის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი დაესწრებიან.

 

ახლადდაარსებული ორგანიზაცია საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის მთავარ პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ამისთვის ორგანიზაცია დაეყრდნობა ტურისტული ადგილების შესახებ უკვე არსებულ კვლევებს, ასევე თავს მოუყრის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მიერ შედგენილ სტრატეგიულ დოკუმენტებს. გარდა ამისა, DMO ჩაატარებს რეგიონში ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობის არსებული მდგომარეობის ანალიზს და დანერგავს ახალ მიდგომებს.


sknews.ge