გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვიქტორ ორბანი: ბრიუსელის იმპერიას არ სურს უკრაინის დახმარება, არამედ სურს მისი კოლონიზაცია

16-03-2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გააკრიტიკა ბრიუსელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების გამო და განაცხადა, რომ ევროკავშირს უკრაინის „კოლონიზაცია“ სურს. ეს განცხადება ორბანმა უნგრეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.


„ბრიუსელის იმპერიას არ სურს უკრაინის დახმარება, არამედ – მისი კოლონიზაცია. ევროპის მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ომი, იმის მიუხედავად, თუ რა ჯდება ეს. სანაცვლოდ, ისინი მიიღებენ სწრაფად გაწევრიანებას კავშირში, ჩვენი ფულით. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეგვიძლია, გვქონდეს: კავშირი, მაგრამ უკრაინის გარეშე“, – განაცხადა ორბანმა.


ამასთან, გამოსვლაში ორბანმა აღნიშნა, რომ დროა, განადგურდეს იმ არასამთავრობოების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ჩრდილოვანი არმია, რომლებიც ანაზღაურებას აშშ-დან და ბრიუსელიდან იღებენ.


ვიქტორ ორბანი გეგმავს, გაამკაცროს კონტროლი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებზე, რომლებიც დაფინანსებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID) და ჯორჯ სოროსისგან იღებენ.