გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მდინარე ობზე, კარავში, ორი გარდაცვლილი მამაკაცი და კომაში მყოფი ქალი იპოვეს

11-12-2017

10 დეკემბერს, რუსეთში, მდინარე ობზე, კარავში, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ორი 36 და 33 წლის მამაკაცის გვამი და კომაში მყოფი 26 წლის ქალი.

როგორც ძიებამ გაარკვია, 9 დეკემბერს, სამი მეგობარი ყინულით დაფარულ მდინარეზე სათევზაოდ წავიდნენ. მათ ყინულზე გაშლილ კარავში გაზის სანათი აანთეს.

სამედიცინო დასკვნის თანახმად, მამაკაცები სწორედ ნახშირორჟანგის ჭარბი ოდენობით გაიგუდნენ, ხოლო ქალი, რომელიც უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი უმძიმეს მდგომარეობაშია და ექიმები საიმედო პროგნოზს ვერ აკეთბენ.

წყარო: newposts