გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება

27-03-2025

პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. ამჯერად, სამხედრო მოსამსახურეები ქალაქ თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების ძირითადი დანიშნულება გააცნეს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები მოსწავლეებს ქართული ჯარის ისტორიაზე, ჯარისკაცის პროფესიაზე, თავდაცვის ახალ კოდექსზე და ჯარის ძირითად პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ესაუბრნენ. მოსწავლეებმა სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


„ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება. 2023 წლიდან „ჩვენი ჯარი“ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მოიცავს და საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და უნივერსიტეტებში წარმატებით მიმდინარეობს.