გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან არჩილ კალანდიასთან შეხვედრა გამართა

28-03-2025

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არჩილ კალანდიას უმასპინძლა.


შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და დიპლომატიური მისიის ძირითადი საკითხები განიხილეს.


მიხეილ ყაველაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.