გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

31-03-2025

ქალაქ კასპში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.


შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“  მიკრორაიონის დასახლებაში 4 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობაზე მუშაობს და  ასფალტ/ბეტონის საფარის პირველ ფენას აგებს.


სამუშაო პროცესი  კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მშენებელთან ერთად დაათვალიერა.


აღნიშნული კორპუსების მოუწყობელი ეზოები      გადაადგილების დროს როგორც ქვეითებისთვის ასევე  ტრანსპორტისთვის  პრობლემური იყო.


პროექტი 16 კორპუსის ეზოს მოწყობას ითვალისწინებს, ამჯერად დარჩენილი 4 კორპუსის  ეზოს ასფალტირება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ დასახლების მაცხოვრებლები მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.