გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ზუგდიდის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს

16-11-2018

ზუგდიდის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, ის მერიას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით ათი დღის ვადაში დაუბრუნდება. საკრებულოს თავმჯდომარე საზოგადოებას და არასამთავრებო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ ბიუჯეტის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.


„ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საქმის წარმოების შესახებ. მე ყველას მოვუწოდებ, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა განხილვებში. ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა განხილვებში და ინდივიდუალურადაც მოგვაწოდოს რეკომენდაციები“, - განაცხადა წოწერიამ.


2019 წლის ბიუჯეტისა და 2019-2020 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტი 34 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა.


ipn.ge