გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პარლამენტმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" მესამე მოსმენით მიიღო

1-04-2025

საკანონმდებლო ორგანომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" მესამე მოსმენით მიიღო.


კანონპროექტით განიმარტება უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები და წესრიგდება მთელი რიგი საკითხები. კერძოდ, განიმარტება უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები, განისაზღვრება სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი. ასევე, უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის და სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი;


განისაზღვრება უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესი და უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; წესრიგდება უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.


კანონპროექტი პარლამენტმა 86 ხმით მიიღო.