გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა

2-04-2025

2 აპრილი არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. დღეს მას 42 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. მათ არჩილ ტატუნაშვილის  საფლავი ყვავილებით შეამკეს.


მუხათგვერდიდან თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა წილკანის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალთან გადაინაცვლეს და  მის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი. 


არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. მისი  ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.