გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონში, მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები მიმდინარეობს

2-04-2025

ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

  

რაჭა- ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ - ქრისტინა კობახიძემ, რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელთან, მარიკა დვალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარომამდგენლებთან ერთად, ადგილზე მოინახულა მიმდინარე წროცესი და აქციაში მონაწილე მოსახლეობას პირადად გაესაუბრა.

 

უფასო აქციის ფარგლებში, კონსულტაცია ეტაპობრივად ჩაუტარდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას. სულ ჯამში 60 -ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მაღალკვალიფიციური ექიმის კონსულტაცია, რომელთა შორის, ცამეტ პაციენტს დაუდგინდა ოპერაციული მკურნალობის დიაგნოზი.

 

შეგახსენებთ, რომ ოპერაციული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 

ხელმძღვანელმა პირებმა აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს გამოჩენილი ყურადღებისთვის და აღნიშნეს, რომ დაავადების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია დროული და ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკა.