გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

3-04-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ლ.ე. და ამავე წელს დაბადებული ლ.ა., ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა რომ, მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისში, ღამის საათებში რაფაელ აგლაძის ქუჩის მიმდებარედ, ლ.ა.-ს, ლ.ე.-ს, 2001 წელს დაბადებულ ნ.ც.-სა და 1993 წელს დაბადებულ ო.მ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი და სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.


სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები დააკავეს, ხოლო ნ.ც.-ს ადგილსმაყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.