გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროკურატურამ სუროგაციის გზით ბავშვის დაბადებაში დახმარების და თითქოსდა ახალშობილების მკურნალობის მოტივით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

4-04-2025

საქართველოს პროკურატურამ სუროგაციის გზით ბავშვის დაბადებაში დახმარების და თითქოსდა დაბადებული ორი ახალშობილის მკურნალობის მოტივით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულ ცოლ-ქმარს სუროგაციის გზით შვილის ყოლაში დახმარებას დაპირდა, რის შემდეგაც თითქოსდა ორსულად მყოფი სუროგატი დედების საჭიროებისთვის და შემდეგში თითქოსდა დაბადებული ორი ახალშობილის მკურნალობის მიზნით, თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულების 310 727 ლარს და 15 500 აშშ დოლარს.


სამართალდამცავებმა ბრალდებული 3 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულითვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.