გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ძალიან პირნათელი ვარ მოქალაქეების წინაშე, რადგან ჩემი აგური მაქვს დადებული საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდების საქმეში

7-04-2025

ვიტყოდი, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამშობლოს უღალატა, თუმცა მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ ქვეყანას უღალატა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს შეეხებოდა.


მისივე თქმით, იგი პირნათელია თითოეული მოქალაქის წინაშე, რადგან საკუთარი აგური აქვს დადებული საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდების საქმეში.


„მე ვარ ძალიან პირნათელი ჩემი მოქალაქეების წინაშე, იმიტომ რომ ჩემი აგური მაქვს დადებული იმ საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდება. რაც შეეხება „ტვ პირველს", „ტვ პირველი" არ არის პირნათელი საკუთარი საზოგადოების წინაშე,"- განაცხადა პრემიერმა.