გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 3 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

8-04-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის   მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.


სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები კაპროვანის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.


სოფელ ნატანებში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 3 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური და შემკრები არხები  იწმინდება. 


ჩატარებული სამუშაოები კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. 


სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს  დასრულების ეტაპზეა.