გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრისას დავადასტურეთ მზადყოფნა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გავაგრძელოთ აქტიური დიალოგი

12-04-2025

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ბატონ ალენ ბერსესთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.


„ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ბატონ ალენ ბერსესთან.


შეხვედრისას ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ევროპული ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული რეფორმების პროცესის ხელშემწყობ ფაქტორს.


შეხვედრისას დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გავაგრძელოთ აქტიური დიალოგი", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.