გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები - აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი

12-04-2025

ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები - აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზაზა ოქუაშვილის სარჩელზე დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა.


პრემიერის თქმით, სიმართლემ გაიმარჯვა ზაზა ოქუაშვილის საქმეშიც, ისევე, როგორც ეს ხდებოდა ყველა სხვა საქმის შემთხვევაში, რომელიც განიხილებოდა საერთაშორისო დონეზე.


„ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი. სადავოც სინამდვილეში, არაფერი იყო. ბუნებრივია, სიმართლემ გაიმარჯვა ამ საქმეშიც, ისევე, როგორც ეს ხდებოდა ყველა სხვა საქმის შემთხვევაში, რომელიც განიხილებოდა საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა პრემიერმა.