გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2025 წელს რეგულირების 99 ობიექტის გეგმიურ შემოწმებას განახორციელებს

14-04-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, 75 რეგულირების ობიექტზე დაგეგმილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმება.


ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში კი, დეპარტამენტის თანამშრომლები შეამოწმებენ ხე-ტყის დამზადების - 2, სამონადირეო მეურნეობის - 5, თევზჭერის - 2, თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვების - 1 და სოჭის გირჩით სარგებლობის 14 ლიცენზიის მფლობელს.


2025 წელს, ჯამში, დეპარტამენტი 99 რეგულირების  ობიექტის (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიის/გადაწყვეტილების მფლობელი) გეგმიურ შემოწმებას განახორციელებს.


რეგულირების ობიექტების შემოწმებათა დაგეგმვა რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შესაბამისად ხორციელდება. ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გეგმიური ინსპექტირებაა. შედეგად, კომპანიები უზრუნველყოფენ გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრას, რათა მათი საქმიანობა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გეგმიური შემოწმებების პარალელურად, ინსპექტირებებს, მოქალაქეების განცხადებებისა და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს.