გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირანიდან შემოსულ მცენარეებში საბაჟოზე მავნე მწერები აღმოაჩინეს

15-04-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო", ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შემოტანილი სხვადასხვა სახეობის 41 126 ცალი მცენარე (მოჭრილი ყვავილები და ტოტები) იქნა შეჩერებული.


სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ყვავილის ერთ-ერთი სახეობა კერძოდ, 19 900 ცალი ქრიზანთემა საკარანტინო მავნე მწერით (Liriomeza sp) დაავადებული აღმოჩნდა.


საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.