გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კახეთში 350 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

15-04-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.  სოფლების აკურისა და ვანთის ტერიტორიაზე, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.


დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან მაგისტრალური არხის  2,5 კმ სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს.  შედეგად თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 6 სოფლის (აკურა, ვანთა, კახიფარი, ვაჩნაძიანი, კალაური, შაშიანი) დაახლოებით 350 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.


სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და აპრილის   ბოლომდე დაასრულებს.